|
2019-04-01 17:08:07, 1908 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი - ქალის გენიტალიების დასახიჩრება საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება
ქალის გენიტალიების დასახიჩრება, რომელიც ქალის უფლებადარღვევის უკიდურესი ფორმაა და ძირითადად ქალზე და მის სხეულზე კონტროლის მიზნით ხორციელდება, საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება, - ამის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშშია აღნიშნული. ომბუდსნების ცნობით, რიგი წინ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, ქალთა გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკის გავრცელების გეოგრაფიულ განფენილობაზე ინფორმაცია ამ დრომდე არ არსებობს, რაც კითხვებს აჩენს პრობლემასთან ბრძოლის ეფექტიანობის თაობაზე. „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრები აჩვენებს, რომ კრიმინალიზაციის შემდეგ, მოსახლეობა ნაკლებად საუბრობს პრობლემაზე, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან პრევენციისთვის გატარებული ღონისძიებები, მათ შორის, ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, არასაკმარისია“, - ნათქვამია ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)