|
2019-04-01 16:34:28, 1774 ნახვა
სამართალი
სახალხო დამცველი - 2018 წელს ტრეფიკინგის 21 სავარაუდო ფაქტზე დაიწყო გამოძიება
საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2018 წლის განმავლობაში, ტრეფიკინგის 21 სავარაუდო ფაქტზე დაიწყო გამოძიება. როგორც ომბუდსმენის ანგარიშშია აღნიშნული, აქედან დაზარალებულის სტატუსი 6 ქალს მიენიჭა, ხოლო მსხვერპლის - 2-ს. „ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ადამიანის უფლებათა დარღვევის სერიოზული ფორმაა, რომლის მსხვერპლიც ხშირად ქალები და ბავშვები ხდებიან. ამასთან, სახალხო დამცველის მიერ შესწავლილ საქმეთა ანალიზი ცხადყოფს, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები და ტრანსგენდერი ადამიანები ტრეფიკინგის და სექსუალური ექსპლოატაციის წინაშე განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია. ადამიანით ვაჭრობის/ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების სერვისებში ჩართულ პირთა მაჩვენებელი ასე გამოიყურება: სახალხო დამცველის აპარატმა მონიტორინგი ჩაატარა თბილისის და ბათუმის ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში. მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ თავშესაფრები, ძირითადად ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საჭიროებებზე არიან მორგებულნი, თარჯიმნით უზრუნველყოფისა და ფსიქოსოციალურ სარეაბილიტაციო პროგრამებთან დაკავშირებული სერვისების გაცემა კი, ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის, კვლავ გამოწვევად რჩება. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურება თბილისს და ბათუმში საჭიროებს დახვეწას და ბენეფიციარებისთვის საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზებას. მნიშვნელოვანია სახელმწიფომ იზრუნოს სამართალდამცავ უწყებათა წარმომადგენლების და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე და გაააქტიუროს მუშაობა შესაძლო დანაშაულის გამოვლენისა და შემდგომში ეფექტიანი რეაგირების მიმართულებით. ამასთან, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ტურისტულ და საზღვრისპირა რეგიონებზე, სადაც ტრეფიკინგის დანაშაულის რისკი განსაკუთრებით მაღალია“, - ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)