|
2015-06-23 14:18:46, 584 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მაშველებმა ომალოში სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ახმეტის რაიონის სოფელ ომალოში სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, ახმეტაში, გომეწრის ხეობაში ტრაქტორის გადავარდნის შედეგად ერთი პირი დაიღუპა, მეორეს კი სასწრაფო დახმარება დასჭირდა. „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინციდენტებზე რეაგირების განყოფილებაში შემოვიდა შეტყობინება ახმეტაში, გომეწრის ხეობაში გადავარდნილი ტრაქტორის შესახებ. ინციდენტის შედეგად გარდაიცვალა ერთი პიროვნება, მეორეს - 47 წლის მამაკაცს კი სასწრაფოდ დახმარება ესაჭიროებოდა. განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველები, შეტყობინების მიღებისთანავე, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით შემთხვევის ადგილზე გადაფრინდნენ. სამაშველო ღონისძიების შედეგად, მაშველებმა დაზარალებული მამაკაცი მრავლობითი დაზიანებებით თბილისში ჩამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს“,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)