|
2019-03-30 15:56:14, 1378 ნახვა
საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა მოინახულა
ბიძინა ივანიშვილი ქალაქ ზუგდიდს ესტუმრა და ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა მოინახულა. ამჟამად ტაძარში ქვის მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. საკათედრო ტაძარში გადახურვის და მოხატვის სამუშაოებია ჩასატარებელი, ასევე ასაშენებელია სამრეკლო, მოსაწესრიგებელია ტაძრის ეზო. ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივებს ტაძრის სამშენებლო სამუშაოების დასრულებაში დახმარება აღუთქვა. „მე მგონი რომ ეს არის ნიმუში. ჩვენს ეკლესიას ისტორია აქვს და ეს ეკლესია ულამაზესია. ამაში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ. ერთი მილიონი ვთქვი , მაგრამ არ შევჩერდები, ამაში მონაწილეობას სიამაყითაც მივიღებ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მშენებარე საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება 2011 წლიდან მიმდინარეობს. ტაძარს 15 ივლისს ათასობით პილიგრიმი საქართველოდან და უცხოეთიდან სტუმრობს. ამ დღეს (ვლაქერნობას), მომლოცველებს საშუალება აქვთ ღვთისმშობლის ხელთუქმნელი კვართი მოილოცონ. ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი სამების შემდეგ ახალაშენებულ ტაძრებს შორის სიდიდით მეორე ადგილზეა.
(NS)
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)