|
2019-03-30 14:14:52, 1267 ნახვა
საზოგადოება
დღეს „დედამიწის საათი 2019“ აღინიშნება
ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი აქციის „დედამიწის საათის“ აღსანიშნავად ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებები ჩატარდა. აქტივობების ფარგლებში გაიმართა ველომსვლელობა და გარბენი 6 კმ-ის დისტანციაზე, რომელშიც მოხალისეებთან ერთად მონაწილეობა მიიღო გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და არასამთავრობო, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და გარემოსთვის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტისა და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სპორტული ღონისძიების მონაწილეებს დაურიგდათ სამახსოვრო მაისურები და სერტიფიკატები, ხოლო გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ პარტნიორი ორგანიზაციების: კარფურის, სანტეს, ქართულ უნიკალურ ღვინოს, დიდგორის მიერ დაწესებული საჩუქრებითა და ვაუჩერებით. დედამიწის საათი პლანეტის დასაცავი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ყოველი მარტის თვის ბოლო შაბათს ტარდება. ამ დღეს მილიონობით ადამიანი უარს აცხადებს ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე. ღონისძიების მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და გარემოს სასარგებლოდ შეცვლა. დედამიწის საათისადმი მიღვნილი სპორტული ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, ასევე ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF), CENN-ისა და ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის/ Austrian Development Cooperation მხარდაჭერით გაიმართა.
(NS)
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)