|
2019-03-29 16:38:20, 1188 ნახვა
საზოგადოება
ვაკეში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო ქონება 59 მისამართზე განახლდა
ვაკის რაიონის სხვადასხვა მისამართზე თანადაფინანსებული პროექტები ხორციელდება. წყლისა და წყალარინების შიდა ქსელის რეაბილიტაცია აბაშიძის N31-ში და კავსაძის N4-ში მიმდინარეობს, აბაშიძის N3-ში სადარბაზოს რემონტი დასრულდა, კეკელიძის N25-ში კი, ლიფტის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. საერთო ქონების განახლების მიზნით, რაიონში უკვე 59 პროექტი განხორციელდა. კერძოდ, განახლდა 16 ლიფტი; ჩატარდა რვა სადარბაზოს რემონტი; რეაბილიტაცია ჩაუტარდა 20 სახურავს და დამონტაჟდა წყალსაწრეტი მილები; განახლდა წყალარინების რვა ქსელი, ერთი კარი, საერთო სარგებლობის ოთხი კიბე; განხორციელდა ორი კორპუსის სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამგეობა 100%-ით აფინანსებს, ხოლო ამხანაგობას საკუთარ ანგარიშზე კონკრეტული პროექტის ღირებულების 10% შეაქვს, რასაც საერთო ქონების რეაბილიტაციას თავადვე მოახმარს.
(NS)
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)