|
2019-03-29 13:24:51, 1575 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოში სინთეტიკური ნარკოტიკი კვლავ ყველაზე პოპულარულია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველო კავკასიაში კონტრაბანდის ტრადიციულ მარშრუტზე მდებარეობს, რაც ქვეყანას სხვადასხვა სახის ნარკოტიკის გადაზიდვის თვალსაზრისით დაუცველს ხდის. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ყველაზე ხშირად საქართველოს გავლით ოპიუმი და სინთეტიკური ნარკოტიკები გადააქვთ. "სინთეტიკური და კლუბური ნარკოტიკი კვლავ ყველაზე პოპულარულად რჩება, მათ შორის არის მეტადონი, ჰეროინი, ბუპრენორფინია. ნარკომომხმარებლების რაოდენობა ქვეყანაში იზრდება. 2017 წლის გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს ახალგაზრდა მოსახლეობის ნაწილი, კერძოდ კი, 11% მარიხუანას მოიხმარს. მოგვიანებით, საერთაშორისო ორგანიზაციამ მიგრაციის საკითხებში, განათლების სამიინისტროსთან ერთად, ამერიკის მხარდაჭერით, დაიწყო ახალი კამპანია, რომელიც მოზადებს ნარკოტიკების ზიანის შემცველობის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. ამის შემდგომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჯანდაცვის კომიტეტთან ერთად შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას გულისხმობს, მათ შორის ნარკომომზხმარებლების მკურნალობას. საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს აქტორების ფართო სპექტრთან ნარკოვაჭრობისა და ნარკომომხმარების წინააღმდეგ საბრძოლველად და ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებით ზომების შესამუშავებლად. აშშ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ამ საკითხთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ანგარიშში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)