|
2015-06-22 17:57:49, 655 ნახვა
საზოგადოება
თინა ხიდაშელი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა დასრულდა. მინისტრთან ერთად, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - დავით ებრალიძე, ბესიკ ლოლაძე და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ. შეხვედრას საერთაშორისო, განათლების, ფსიქოლოგია-რეაბილიტაციისა და გამჭვირვალობა - კარგი მმართველობის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოებში შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ჩართულობის, განხორციელებული და მიმდინარე აქტივობების შესახებ ანგარიში ჩააბარეს. სამოქალაქო სექტორთან შეხვედრა, რომელიც 3 საათს მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს „ჯარისკაცის ულუფაზე“ IV მექანიზირებული ბრიგადის სასადილოში უმასპინძლეს.
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)