15:06 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-26 20:15:10, 1671 ნახვა

რეგიონი
პრემიერ-მინისტრი ხვალ აჭარას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხვალ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვევა.

მთავრობის მეთაური ქობულეთში 14:00 საათზე მწვანე ქალაქისა და გოლფის მოედნის „Green Resort"-ის მშენებლობის ადგილს დაათვალიერებს და პროექტის პრეზენტაციას დაესწრება.

პრემიერ-მინისტრი აჭარის რეგიონში სტუმრობისას ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესს გაეცნობა.

დღის ბოლოს, 19:00 საათზე, მამუკა ბახტაძე ბათუმის ილია ჭავჭავაძის  დრამატული თეატრის საზეიმო გახსნის ცერემონიას დაესწრება, რასთან დაკავშირებითაც დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლის - „KLDIASHVILI.GE" პრემიერა გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics