|
2015-06-22 17:34:09, 649 ნახვა
საზოგადოება
დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლები აჭარაში მოღვაწე დამსაქმებლებს შეხვდნენ
საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში, დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლები აჭარაში მოღვაწე დამსაქმებლებს შეხვდნენ და სააგენტოს სიახლეები გააცნეს. შეხვედრაზე თბილისში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. სიახლეების შესახებ პრეზენტაცია სსიპ აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მარი ბეზარაშვილმა წარმოადგინა. ძირითადი აქცენტი გადამზადების მიზნობრივ პროგრამაზე იქნა გაკეთებული, რომელსაც სააგენტო 2015 წელს ახორციელებს: აჭარაში სამუშაო ძალაზე დამსაქმებელთა მოთხოვნის შესწავლის, დეფიციტური და მოთხოვნადი პროფესიების დადგენისა და კადრების მომზადება-გადამზადების სისტემის სრულყოფის მიზნით ,,შრომის ბაზრის კვლევა’’ ჩატარდა. სწორედ აღნიშნულ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მომზადდა 2015 წლის მიზნობრივი პროგრამები: ,,სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროფესიული გადამზადება’’ ბიუჯეტი - 52 000 ლარი; ,,35 წლის და ზევით ასაკის მოქალაქეების პროფესიული გადამზადება’’ ბიუჯეტი-40 000 ლარი; ,,ძალოვანი სტრუქტურის ვეტერანთა პროფესიული გადამზადება’’ ბიუჯეტი - 8 000 ლარი; ,,დასაქმების ხელშეწყობის მართვა’’ ბიუჯეტი – 390 000 ლარი. სწავლება 15 ივნის დაიწყო და მას ტენდერში გამარჯვებული ქ. ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯი ,,ახალი ტალღა’’ ახორციელებს. ბენეფიციარები სამთვიანი სასწავლო პროგრამით შემდეგ სპეციალობებში გადამზადდებიან: მზარეული, კონდიტერი, სარესტორნო საქმისმწარმოებელი, სასტუმრო საქმისმწარმოებელი, შემდუღებელი, ამწის ოპერატორი და მძიმე ტექნიკის ოპერატორი. სწავლის განმავლობაში მაღალმთიანი აჭარის მაცხოვრებლები სასწავლებლის საერთო საცხოვრებლით ისარგებლებენ, ხოლო, ბათუმში და ხელვაჩაურში მცხოვრები პროგრამის მოსარგებლე ბენეფიციარებისათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტი.
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)