|
2019-03-22 16:04:08, 1969 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია: შს სამინისტრო პრინციპულად აკონტროლებს ყველაფერს, რაც ხდება ჩვენს ქუჩებში
საქართველოს პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო პრინციპულად აკონტროლებს ყველაფერს, რაც ხდება როგორც ჩვენს ქუჩებში, ასევე დანაშაულის მიმართულებით, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. გახარიას თქმით, სტატისტიკური მონაცემები მძიმე დანაშაულის ნაწილში არის პოზიტიური. "კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ სტატისტიკური მონაცემები მძიმე დანაშაულის ნაწილში არის პოზიტიური, მე ერთმნიშვნელოვნად ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ დღეს საქართველოს პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო პრინციპულად აკონტროლებს ყველაფერს, რაც ხდება როგორც ჩვენს ქუჩებში, ასევე დანაშაულის მიმართულებით, თუმცა, ასევე, აღიარებს, რომ ისეთი დანაშაულების ნაწილში, როგორიცაა ქურდობა, ოჯახში ძალადობა, მუქარა და კიდევ ბევრი, ჩვენ გვაქვს გარკვეული ზრდა და აქ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, რამეთუ ყველას კარგად ხომ გვესმის, რომ დანაშაულთან ბრძოლა არ არის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვალეობა. მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა ეს არის პრინციპული მნიშვნელობის მქონე ინსტიტუცია სახელმწიფოში, რომელმაც ერთობლივად უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა. მე ვგულისხმობ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, სასამართლო სისტემას, სასჯელაღსრულებას და ა.შ. ასევე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს აქვს სრული საფუძველი იყოს წყნარად, მშვიდად, რამეთუ შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს პოლიცია უზრუნველყოფს მართლწესრიგს ამ ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)