|
2019-03-21 18:21:36, 2004 ნახვა
რეგიონი
ზაალ მიქელაძე ოფიციალური ვიზიტით ჰოლანდიაში იმყოფება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ილია ვერძაძე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიწვევით ნიდერლანდებში იმყოფებიან. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა და უმაღლესი საბჭოს წევრმა სამუშაო შეხვედრა გამართეს ნიდერლანდების სოციალურ-ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენლებთან. აჭარის დელეგაციის ვიზიტი სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისიის (TSPC) პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით შეიქმნა. ჭარაში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 24 აპრილის N 10 დადგენილებით ჩამოყალიბდა. ა ჭარაში მოქმედი სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია დებულების შესაბამისად წარმოდგენილია აჭარის მთავრობის, დამსაქმებელთა ასოციაციის და პროფკავშირების სახით. კომისია მოწოდებულია განავითაროს სოციალური დიალოგის კულტურა და ხელი შეუწყოს დიალოგის გზით ნებისმიერი სადავო საკითხის მოგვარებას. კომისიის მიზანია დაარეგულიროს ურთიერთობა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის, დაიცვას დასაქმებულთა უფლებები, უსაფრთხოება, განიხილოს შრომითი დავები. ნიდერლანდებში ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვედრას გამართავენ ჰოლანდიის პროფკავშირის ფედერაციასა და სამხრეთ ჰოლანდის მთავრობის წარმომადგენლებთან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)