|
2019-03-21 16:12:40, 5126 ნახვა
ევროპის ამბები
დიმიტრი ცქიტიშვილი: ინტერპელაციის წესით გულისხმობს, რომ ერთ საკითხზე მოდის მთავრობის წევრი და მიდ გარშემო მიდის დისკუსია
„ხვალინდელი დღე არის პირველი, როდესაც ახალი რეგლამენტის შესაბამისად ინტერპელაციის წესით მოდის პრემიერ-მინისტრი პარლამენტში. ინტერპელაციის წესი გულისხმობს, რომ ერთ კონკრეტულ საკითხზე მოდის კონკრეტული მთავრობის წევრი; ამ შემთხევაში პრემიერ-მინისტრი და კონკრეტული საკითხის ფარგლებში უნდა გაიმართოს დისკუსია. არც ერთ შემთხვევაში სხვა ფორმატი არ უნდა მიიღოს, რათა გარკვეულწილად, პოლიტიკური პროცესი იყოს ობიექტურად მართვადი და რეგლამენტირებული. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და დემოკრატიული პროცესის საფუძველია პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მოსვლა და ინტერპელაციის წესის დანერგვა. ამით პარლამენტის როგორც საზედამხედველო ორგანოს როლი იზრდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საკითხი ეხება სისხლის სამართლის დანაშაულისა და კრიმინოგენულ მდგომარეობას ქვეყანაში, პრემიერ-მინისტრის პირადი ჩართულობა და მონაწილეობა მნიშვნელოვანი იქნება. ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)