|
2019-03-20 13:00:41, 1068 ნახვა
საზოგადოება
მერია საზოგადოებას სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით კონცეფციას უახლოეს მომავალში გააცნობს
თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებას სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ახალ კონცეფციას უახლოეს მომავალში გააცნობს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა განაცხადა. კახა კალაძის თქმით, შენობების ექსპლუატაციაში მიღების წლების განმავლობაში არსებულმა პრაქტიკამ უსაფრთხოების მხრივ გარკვეულ პრობლემები დააგროვა და, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მხრიდან არსებული წესების გადახედვის საჭიროება შექმნა. „მუნიციპალური ინსპექციის ვალდებულებაა, როგორც სამშენებლო პროცესის, მათ შორის სამშენებლო უსაფრთხოების კონტროლი, ასევე, დასრულებული სამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება. ამ მიმართულებით, ვიცით, რომ პრობლემები გვაქვს, რომელიც ბოლო წლებმა გვაჩვენა. ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ისეთ შენობა-ნაგებობებში ეცხოვრათ, რომელიც ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამ მიმართულებით წესების გადახედვა და დახვეწაა საჭირო. სწორედ ამიტომ შევუდექით მუშაობას და შევიმუშავეთ კონცეფცია, როგორც ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებასთან, ისე მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. უახლოეს მომავალში ვაპირებ, საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდო იმ ცვლილებებთან და გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტმა მიიღო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)