|
2019-03-20 11:58:04, 915 ნახვა
საზოგადოება
კალაძე: საცხოვრებელი ფართები კიდევ 27 ოჯახს გადაეცემა
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად, დღეს კიდევ 27 ოჯახს გადაეცემა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მათგან 22 ოჯახი წლებია, მუხაძის ქუჩის მიმდებარედ ცხოვრობს, დანარჩენი ხუთი ოჯახი კი - პოლიტკოვსკაიას N48-ში, ვარკეთილი 3-ის მესამე მიკრორაიონში, ჟორესის ქუჩა N13-ში, მუხიანის დასახლების პირველი მიკრორაიონის N1 კორპუსსა და ოცხელის ქუჩის N4-ში. „ჩვენ ეს პროგრამა დაწყებული გვაქვს. უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც მერია ამ ადამიანებს ხელს უწყობს და თანადგომას უცხადებს. ძალიან მიხარია, რომ დღეს 27 ოჯახს ვაბედნიერებთ. მათ დაუკანონდებათ ის საცხოვრებელი ფართები, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. მინდა, მივულოცო ამ ოჯახებს. მათ უკვე საკუთრებაში ექნებათ საცხოვრებელი ფართები, სადაც წლებია ცხოვრობენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)