07:06 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-18 10:42:26, 1462 ნახვა

სამართალი
სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს მარტის ბოლოს გამოიტანენ

ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, პროკურორებმა სასამართლო პროცესზე 40-მდე მოწმე დაკითხეს და საქმის გარემოებების დასადგენად საჭირო ყველა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება გამოიკვლიეს.

„პროცესი გაგრძელდება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარემ დამოუკიდებლად მხოლოდ ორი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა. მიუხედავად ამისა, ადვოკატების შუამდგომლობის შესაბამისად მათი მხრიდან იგეგმება ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მონაწილე იმ პირების გამოკითხვა, რომელთა უმეტესობას საგამოძიებო პროცესში უმნიშვნელო ფუნქციები აქვთ შესრულებული“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მხარეები დასკვნით სიტყვებს დღეს წარადგენენ, რის შემდეგაც ნაფიცი მააჯულები სათათბირო ოთახში ვერდიქტის მისაღებად გავლენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics