13:46 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-18 10:21:44, 1829 ნახვა

რეგიონი
ტაშსკარის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ შიდა ქართლში, ტაშისკარის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.

მიმდინარეობს სათავე ნაგებობისა და წყალგამანაწილებელი არხის რეაბილიტაცია.

პროექტით გათვალისწინებულია არსებული წყალმიმღები კვანძის, ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და მათი მექანიკური აღჭურვილობის   სრულად აღდგენა: გალერეის სარეგულაციო კვანძის, სარქველიანი ფარებისა და ამწე მექანიზმების   რემონტი.

 აღდგენითი სამუშაოები უტარდება ასევე, გამანაწილებელი არხის 5კმ სიგრძის მონაკვეთს, რომლის ძირი მონოლითური ბეტონით, ხოლო ფერდები  რკინაბეტონის ფილებით მოპირკეთება. დაგეგმილია წყალგამშვები კვანძების და საექსპლუატაციო გზის მოწყობა.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სარწყავი წყლის მიწოდება 380 ჰექტარ მიწის ფართობზე გაუმჯობესდება და შეუფერხებლად მოირწყვება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების -  ბებნისის და ურბნისის  სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

მიმდინარე სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია ადგილზე გაეცნო.

საქართველოს  მელიორაცია შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 7 , ხოლო საქართველოს მასშტაბით 30   სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics