|
2019-03-16 12:02:05, 1165 ნახვა
საზოგადოება
ქაცარავა - გვეუბნებიან რომ ხურვალეთში სიმშვიდეა, თუმცა არსებული მდგომარეობა საკუთარი თვალით უნდა ვნახო
გვეუბნებიან რომ ხურვალეთში სიმშვიდეა, თუმცა არსებული მდგომარეობა საკუთარი თვალით უნდა ვნახო, - ამის შესახებ ნტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა, დავით ქაცარავამ განაცხადა. სამოქალაქო აქტივისტები საგუშაგოსთან არიან შეკრებილები. ისინი 12:00 საათისთვის გეგმავენ იმ ადგილზე შესვლას, სადაც მათი თქმით, გუშინ რუსი სამხედროები შენიშნეს. „ვფიქრობთ, რომ პოლიცია არ მოგცემს შესვლის შესაძლებლობას. ვესაუბრე ლუდა სალიას, ის ამბობს, რომ ამ დროისთვის სოფელში სიმშვიდეა და იქ რუსების გადაადგილება არ შეინიშნება. მიუხედავად ამისა, მინდა, საკუთარი თვალით ვნახო არსებული მდგომარეობა“, – აღნიშნა დავით ქაცარავამ. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა სოფელ ხურვალეთის მიმართულებით დაუბრკოლებლად გადაადგილდება. შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ხურვალეთში რუსი სამხედროები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და მოსახლეობის კუთვნილ ბაღებში განთავსდნენ. ხურვალეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. ოკუპანტების ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა სუს-მა არ დაადასტურა და ყველას მოუწოდა, პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეეკავებინათ. ამასთან, ოკუპანტების ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას არც ევროკავშირის მისიას დაუდასტურებია.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)