|
2019-03-15 16:04:18, 1165 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების 180 დირექტორი და 200 საქმის მწარმოებელი გადამზადების კურსს გაივლის
თბილისში არსებული 180 საჯარო ბაგა-ბაღის დირექტორები და ამავე ბაღების 200 საქმის მწარმოებელი, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გადამზადების სპეციალურ კურსს გაივლის. ტრენინგები დირექტორებს ფინანსების მართვისა და მენეჯმენტის, ხოლო საქმის მწარმოებლებს - ბუღალტრული მიმართულებით ჩაუტარდებათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მერიამ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმართვის საფუძველზე მიიღო. ტრენინგების მიზანია უზრუნველყოფილი იქნეს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მომსახურების ხარისხის მდგრადობა, თანამშრომელთა პროფესიული განვითარება, ასევე, ორგანიზაციის ქონებისა და ფინანსური სახსრების ეფექტური მართვა. დირექტორებისა და საქმის მწარმოებლებისთვის ტრენინგებს თბილისის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო მიმდინარე წელს განახორციელებს.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)