|
2019-03-14 17:51:29, 1165 ნახვა
საზოგადოება
წყნეთის გზატკეცილისა და ტყე-პარკის ტერიტორიაზე დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრა იწყება
წყნეთის გზატკეცილზე, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 15 მარტიდან დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრა დაიწყება. ამ ტერიტორიაზე მოსაჭრელი ხეების რაოდენობა დაახლოებით 500 ძირს შეადგენს. წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ფერდობებზე ჯამში 3575 ზეხმელი და ხმობადი ხე-მცენარე მოიჭრება. დედაქალაქის მასშტაბით 20 000-ზე მეტი დაავადებული და ხმობადი ხე-მცენარის მოჭრა იგეგმება. აღნიშნული ხეები მოჭრამდე, სპეციალური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე აღიწერა. სანიტარიული ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც ფიჭვებზე გავრცელებულია Tomicus Destruens-ის სახეობის მავნებელი მწერი. ამ ტიპის კვლევა თბილისის ტერიტორიაზე გავრცელებული ხე-მცენარეების თაობაზე პირველად ჩატარდა. დასკვნის მიხედვით, აუცილებელია მასშტაბური სანიტარული ჭრების ჩატარება დედაქალაქსა და მის შემოგარენში, ასევე, ამის პარალელურად, განხორციელდება სხვა ფიტოსანიტარიული ღონისძიებები.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)