|
2019-03-13 20:13:08, 1203 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ღრმა მწუხარებას გამოხატავს ირაკლი კვარაცხელიას უკანონო პატიმრობაში ყოფნის დროს გარდაცვალების გამო და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო მექანიზმების მაქსიმალური გამოყენებით, ძალისხმევა არ დაიშუროს ეფექტური გამოძიებისა და სავარაუდო დამნაშავეების პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად. როგორც ომბუდსმენის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი, შემაშფოთებელია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გარდაცვლილის მიმართ დაკავების დროს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე. „2019 წლის 12 მარტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება გალის რაიონში 1990 წელს დაბადებული ირაკლი კვარაცხელიას სავარაუდო თვითმკვლელობის შესახებ. დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით იყო დაკავებული. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ღრმა მწუხარებას გამოხატავს ირაკლი კვარაცხელიას უკანონო პატიმრობაში ყოფნის დროს გარდაცვალების გამო და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო მექანიზმების მაქსიმალური გამოყენებით, ძალისხმევა არ დაიშუროს ეფექტური გამოძიებისა და სავარაუდო დამნაშავეების პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად. შემაშფოთებელია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გარდაცვლილის მიმართ დაკავების დროს სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე, რაც დამატებით შესწავლას საჭიროებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)