|
2015-06-20 15:26:54, 509 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანი: მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს
მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კასპის რაიონის სოფელ აღაიანში განუცხადა, სადაც თბილისში მომხდარი სტიქიის დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის დაკრძალვას დაესწრო. "დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ზურაბ მუზაშვილს. მაშველს, რომელმაც 7 მოქალაქე გადაარჩინა, სანამ თავად იქნებოდა წყლის მიერ გატაცებული. ასევე დღეს ჩვენ ვემშვიდობებით დებ ზარანდიებს, ჩვენს სანაქებო სტუდენტს ზუგდიდიდან, მარიამ ქუთელიას და კიდევ რამდენიმე მსხვერპლს ზესტაფონში, დასავლეთ საქართველოში, თბილისში ვემშვიდობებით. მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი ტრაგედიები აღარ განმეორდეს. ზურაბ მუზაშვილი იქნება სამოქალაქო თავდადების მაგალითი მომავალი თაობებისთვის", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)