03:27 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-20 12:25:12, 1055 ნახვა

სამხედრო
ვაზიანის პოლიგონზე საარტილერიო სწავლება ჩატარდა

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე I-მა საარტილერიო ბრიგადამ საველე სწავლება საბრძოლო სროლებით შეასრულა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბრძოლო სროლებში 175 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა და მის მიზანს მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება წარმოადგენდა. საბრძოლო სროლებით სამკვირიანი გეგმური საველე მომზადება დასრულდა.

სწავლებაში მონაწილეობას საარტილერიო ბრიგადის ასეული იღებდა. გამოყენებული იყო 152-მილიმეტრიანი ბუქსირებადი საარტილერიო საშუალებები „Мста-Б“ და „Гиацинт-Б“. საარტილერიო საველე მომზადების დროს სამხედრო მოსამსახურეების მომზადებისა და საარტილერიო საშუალებების გამოყენების ხარისხი შეფასდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics