|
2019-03-07 13:54:13, 1451 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი: 2020 წლის 1-ელი იანვრიდან ქვეყანაში დიზელის საწვავის ხარისხი ევრო 5 სტანდარტამდე აიწევს
2019 წლის 1-ელი იანვრიდან დიზელის ხარისხის სტანდარტი ევრო 4 სტანდარდს შეესაბამება. 2020 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში დიზელის საწვავის ხარისხი ევრო 5 სტანდარტამდე აიწევს, - პარკებით. ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს პარლამენტში გამართული „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას ისაუბრა. მინისტრის თქმით, 2019 წელს საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება ჰაერის ხარისხის მართვის ევროპული სტანდარტების დასანერგად და სამრეწველო ობიექტებიდან ჰაერის დაბინძურების სანქციების გამკაცრებისთვის. „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის ევროპული პრინციპების დანერგვისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მოთხოვნების შესრულების მიზნით, ძირეული ცვლილებები განხორციელდება „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში.მნიშვნელოვნად გაიზრდება სამრეწველო სექტორიდან ჰაერის დაბინძურებისთვის დადგენილი სანქციები. დღეისთვის არსებული ჯარიმები იმდენად მცირეა, რომ მას პრაქტიკულად არანაირი შემაკავებელი ეფექტი არ გააჩნია“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. (NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)