|
2019-03-04 18:44:12, 1304 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთიდან დევნილ ღვაწლმოსილ პედაგოგს დედის დღე მიულოცეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ აფხაზეთიდან დევნილ პედაგოგ თინა ოდიშარიას დედის დღე მიულოცეს და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისა და ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში გაწეული უანგარო შრომისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სიგელი გადასცეს. თინა ოდიშარია 1919 წლის 20 მარტს ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში დაიბადა. 1958 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ქალაქ სოხუმში გადავიდა. მუშაობდა სოხუმის №16 საშუალო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლად. წლების განმავლობაში ემსახურებოდა საგანმანათლებლო სისტემას და იყო გამორჩეული, სანიმუშო პედაგოგი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს მისი შვილი ლორენ ოდიშარია სოხუმში დახვრიტეს. 2019 წლის 20 მარტს თინა ოდიშარიას 100 წელი შეუსრულდება.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)