06:13 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-04 17:00:58, 1398 ნახვა

საზოგადოება
ტაქსები ტექინსპექტირებას ყოველ 6 თვეში ერთხელ გაივლიან

ინსპექტირების ახალი პერიოდულობა ტაქსებსაც შეეხებათ, რომლებიც პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ავტომობილის გამოშვებიდან ერთი წლის შემდეგ გაივლიან, ხოლო ყოველ მომდევნო ტექინსპექტირებას ექვს თვეში ერთხელ გაივლიან, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს

უწყების ცნობით, ამით ცვლილება შევიდა ტექინსპექტირების რეგლამენტში, რომლითაც ტაქსების ტექინსპექტირება წელიწადში ერთხელ უნდა განხორციელებულიყო.

რეგლამენტში შესული სიახლე ასევე შეეხო შემდეგ ვალდებულებებს:
·         იდენტიფიკაციის მიზნით სატრანსპორტო საშუალების ფერის დადგენის ვალდებულებას;
·         მესაკუთრის ვალდებულებას - სატრანსპორტო საშუალების ფერის შეცვლის შემთხვევაში მიმართოს მარეგისტრირებელ ორგანოს;
·         მინების დამუქების ინსპექტირების ვალდებულებას.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა საქართველოში 2018 წლიდან დაიწყო, რომელიც 4 ეტაპად მიმდინარეობს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics