03:18 - 22 Jul, 2026
|
2019-03-03 11:25:20, 1781 ნახვა
სამართალი
ბათუმის საავადმყოფოში პაციენტების მნახველებს შორის ჩხუბის შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა
ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, პაციენტების მნახველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩხუბის დროს ორი ადამიანი ცივი იარაღით დაიჭრა. საავადმყოფოს დირექტორის, მალხაზ ხალვაშის განცხადებით, ერთ დაჭრილს ჩაუტარდა ოპერაცია, მეორეს კი ამჟამად უტარდება. თვითმხილველების ინფორმაციით, ინციდენტში კიდევ 5 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებმაც მსუბუქი დაიზანებები მიიღეს და სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებიათ, მათივე თქმით, ფაქტზე დაკავებულია 5 პიროვნება. შსს-ს ინფორმაციით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ხულიგნობას, ჩადენილს ცეცხლსასროლი იარაღის ან იარაღად სხვა საგნის გამოყენებით.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)