|
2019-03-01 13:34:27, 1348 ნახვა
საზოგადოება
ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე მე-19 საუკუნის მრავალბინიანი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს
მთაწმინდაზე, ძმები ზუბალაშვილების ქ. №29/7-ში, მე-19 საუკუნეში აგებული ისტორიული შენობის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. პროექტს მთაწმინდის გამგეობა „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს. მრავალბინიანი ავარიული სახლი რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ დაათვალიერა და შენობის კონსტრუქციული ელემენტების გამაგრებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. მიმდინარე წელს პროექტის მხოლოდ პირველი ეტაპი განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, სახლის საძირკველი და მზიდი კედლები გამაგრდება. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 136 ათასი ლარია გამოყოფილი. მეორე ეტაპისთვის კი ჭვირული აივნისა და ფასადის კარის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. შენობა, რომელიც დაახლოებით, 150 წელს ითვლის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. აღნიშნულ სახლში ცხოვრობდნენ პოეტი და საზოგადო მოღვაწე სიმონ ჩიქოვანი, მსახიობები - გიორგი შავგულიძე და გრიგოლ კოსტავა, პოეტი და პროზაიკოსი არჩილ სულაკაური, ასევე, გამოჩენილი ქართველი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწეები - ძმები იასონ და ლეო კერესელიძეები.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)