|
2019-02-28 15:18:05, 6500 ნახვა
High - Tech
ელექტრომობილი, როგორც მოტოციკლების და სკუტერების ალტერნატივა
Citroen-მა დაინტერესებულ საზოგადოებას მოტოციკლების და სკუტერების ალტერნატივა, Ami One Concept წარუდგინა. სიახლე იმითაა საინტერესო, რომ ზოგიერთ ქვეყანაში მის სამართავად საბუთი არ იქნება საჭირო. Ami One Concept არის ახალი, სრულად ელექტრონული კერძო ტრანსპორტი, რომელიც მაქსიმუმ 2 ადამიანზე იქნება გათვლილი. მისი მაქსიმალური სიჩქარე 45 კმ/სთ შემოიფარგლება და ერთი დამუხტვით 100 კილომეტრს გაივლის. ჰოლდინგის მტკიცებით, ავტომობილის მართვისთვის ზოგიერთ ქვეყანაში მართვის მოწმობის აღება სავალდებულო არ იქნება, რადგანაც ის არც სიჩქარით, არც გაბარიტებით დიდ მოტოციკლს არ აღემატება. ელექტრო-ავტომობილი ძალიან კომპაქტურია (2.5მ-სიგრძე, 1,5მ-გიგანე 450კგ) . ავტომობილის ბატარეის 0%-დან სრულად დამუხტვისათვის საჭირო დრო სულ რაღაც 2 საათია. Ami One Concept-ის მოდელის წარდგენა სულ რაღაც 3 კვირაში, ჟენევაშია დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)