|
2015-06-19 12:08:30, 693 ნახვა
სამართალი
თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებს თავდებში ჩაუდგნენ
საქართველოს თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრები ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებს თავდებში ჩაუდგნენ. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასასმართლოში მიმდინარე წინა სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი, რომელზეც თავდაცვის სამინისტროს დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობას განიხილავენ. თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს თავდებში უდგებიან: თამარ კორძაია, თინა ხიდაშელი, თამარ ჩარკვიანი, გივი სიხარულიძე, გიგლა აგულაშვილი, გუბაზ სანიკიძე, ანი მიროტაძე, დავით თევზაძე და გია ყარყარაშვილი. აღსანიშნავია, რომ გია ყარყარაშვილი მიმდინარე პროცესს ესწრება. პროკურატურამ დაკავებულებისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა უკვე დააყენა. დაცვის მხარე პატიმრობის უპირობო გაუქმებას ითხოვს. მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე წუთში გავა. ცნობისთვის, ე.წ. კაბელების საქმეზე სულ 5 პირია დაკავებულია. ესენი არიან: ნუგზარ კაიშაური, გიზო ღლონტი, დავით წიფურია, გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)