10:01 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-27 23:25:57, 1862 ნახვა

ეკონომიკა
დავით ფერაძემ, „ნაციონალური კომპანია ყაზახეთის რკინიგზების“ დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ, სს „ნაციონალური კომპანია ყაზახეთის რკინიგზების“ დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც მმართველობის თავმჯდომარე საუატ მინბაევი ხელმძღვანელობდა.

სარკინიგზო ადმინისტრაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა სასტუმრო „The Biltmore Hotel“-ში გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მათი შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა შუა დერეფნის მონაწილე კომპანიებს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას.

მხარეებმა იმსჯელეს შუა დერეფნის განვითარების გზებზე, ტვირთების მოზიდვის სტიმულირების საშუალებებზე, მომსახურების გაუმჯობესებასა და აღნიშნული დერეფნის მარშრუტის შემდგომი გაგრძელების პერსპექტივაზე.

NS





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics