|
2019-02-27 15:51:33, 1072 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, პარკირების საფასური შესაძლოა, საათში 50 თეთრი იყოს
თბილისში, ავტომობილის პარკირების საფასური შესაძლოა, საათში 50 თეთრი იყოს. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქუჩების მიხედვით საფასური განსხვავებული იქნება. „საფასურის დადგენა მინიმალური ოდენობიდან უნდა დავიწყოთ და უკვე პროცესში დაკვირვების შედეგად უნდა გაიზარდოს. საფასურმა უნდა მოგვცეს შედეგი, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა შემცირდეს კონკრეტულ არეალზე თავმოყრა და პარკირება. უნიკალური ტარიფი, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში მუშაობს არ არსებობს. ერთი ტარიფი ვერც მთელ თბილისში იმუშავებს, რადგან ყველა ქუჩას აქვს თავისი სპეციფიკა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ და დასძინა, რომ საბოლოო ტარიფზე საკრებულოს წევრებთან ერთად იმსჯელებენ. თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი პირველ ეტაპზე, საპილოტე მოდელის სახით, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება. პირველი არეალი კი, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება, კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩაა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)