|
2015-06-19 10:58:22, 690 ნახვა
სამართალი
დღეს გახდება ცნობილი, გაათავისუფლებენ თუ არა ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულ 5 ყოფილ მაღალჩინოსანს
დღეს გახდება ცნობილი, გაათავისუფლებენ თუ არა ე.წ. კაბელების საქმეზე და დაკავებულ თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს. სასამართლომ დღევანდელ პროცესზე, რომელიც ცოტა ხანში უნდა დაიწყოს, პროკურატურის შუამდგომლობა უნდა განიხილოს, რომელიც ბრალდებულებისთვის პატიმრობის გაუქმებას გულისხმობს. უკვე ცნობილია, რომ პროკურატურა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებას პატიმრობის 100 000 ლარიანი გირაოთი შეცვლას მოითხოვს. როგორც პროკურორმა ლევან ბაჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურა არ აქვს გონივრული მოლოდინი, რომ დარჩენილ დროში საქმეზე შესაძლებელი გახდება არსებითი განხილვის ფარგლებში შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება.. სწორედ ამიტომ, პროკურატურა დაკავებულებისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს. ცნობისთვის, ე.წ. კაბელების საქმეზე სულ 5 პირია დაკავებულია. ესენი არიან: ნუგზარ კაიშაური, გიზო ღლონტი, დავით წიფურია, გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)