|
2019-02-23 15:11:53, 1821 ნახვა
ეკონომიკა
2019-2021 წლებში საქართველოში აბონენტების 90 პროცენტზე მეტი გაზიფიცირებული იქნება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრის მრჩეველს რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარსა და ქვეყნის სამხარეო რწმუნებულებს 2019 - 2021 წლებში საქართველოს გაზიფიცირების სამოქმედო გეგმა გააცნო, რომლის თანახმადაც უახლოესი 3 წლის განმავლობაში აღნიშნული სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. შედეგად, ქვეყანაში აბონენტების 90 პროცენტზე მეტი იქნება გაზიფიცირებული, მათ შორის, ისეთ დასახლებებში, სადაც გაზის მიწოდება არასდროს მომხდარა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას განცხადებით, გაზიფიცირების სამწლიანი გეგმა სამინისტრომ მთავრობის დავალებით მოამზადა, რომელიც მინისტრთა კაბინეტს დასამტკიცებლად უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება. მისი შეფასებით, გაზიფიკაციის გეგმა არის ძალიან მასშტაბური და ამბიციური. „ბევრ რეგიონში გაზიფიცირების მაჩვენებელი 100 პროცენტს მიუახლოვდება. მთლიანობაში, გაზიფიცირებული აბონენტების რიცხვი საქართველოში 1,6 მლნ აბონენტს მიაღწევს, რაც 90 პროცენტზე მეტია. ეს არის ძალიან დიდი დახმარება, რათა გაზი ყველასთვის გახდეს ხელმისაწვდომი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. „გაზიფიცირების შედეგად ჩვენ მივაღწევთ რამდენიმე სტრატეგიულ მიზანს - საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი ბუნებრივი აირის მომხმარებელი გახდება, ყოველივე მნიშვნელოვნად შეამცირებს ხე-ტყის გამოყენებას საოჯახო მეურნეობებში, რაც დადებითად აისახება ეკოლოგიურ მდგომარეობაზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ გაზიფიცირება განხორციელდება საქართველოს მაღალმთიან დასახლებებში, რომლებიც გაზსადენებიდან არის საკმაოდ დაშორებული და ამდენად, ასეთი დასახლებების გაზიფიცირების პროცესი იქნება საკმაოდ რთული. შედეგად, ასეთი დასახლებების გაზიფიცირება მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი იქნება, რომლის შედეგადაც იქ მცხოვრები მოსახლეობა ბუნებრივ აირს მიიღებს. სოზარ სუბარის განცხადებით, სამწლიანი პროგრამა 61,000 ოჯახს მოიცავს. პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა გაამახვილა ყურადღება მასშტაბურ სამუშაოებზე, რომლებიც მიმდინარეობს სამეგრელოს რეგიონში, განსაკუთრებით, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მთიანეთში არსებული დასახლებების გაზიფიცირების საკითხი. ითქვა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით განიხილება სპეციალური პროგრამის მომზადება, რომელიც ასეთი დასახლებების გაზიფიცირებას უზრუნველყოფს. შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელი ჯაბა ხმალაძე და კომპანიის წარმომადგენლები.
(NS)
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)