|
2019-02-22 17:38:24, 913 ნახვა
საზოგადოება
დიდუბის რაიონის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
დიდუბის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. დიღმის მასივის მე-3 კვარტლის პირველ ბ კორპუსში შენობის ქანობიანი სახურავის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-12 და მე-4 კვარტლის მე-13 კორპუსებში, ასევე, აგლაძის ქუჩის N34-ში შენობის ბრტყელი სახურავების რეაბილიტაცია ხორციელდება. შენობის ავარიული სახურავების რეაბილიტაცია უკვე დასრულდა ქუთაისის ქუჩის N27-ში, ფიფიების ქუჩის N8 ბ-სა და დიღმის მასივის მე-4 კვარტლის მე-9 კორპუსში. გარდა ამისა, საერთო სარგებლობის კიბეების რეაბილიტაცია დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-13 კორპუსში ხორციელდება, ხოლო ბაგრატიონის ქუჩის N69-სა და გორის ქუჩის N23-ში სადარბაზოების კარების შეკეთება მიმდინარეობს. აღნიშნულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ახორციელებენ. მათი საერთო ღირებულება 219 734 ლარს შეადგენს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 10%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და ამხანაგობის საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)