00:45 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 14:12:10, 1462 ნახვა

სამართალი
გალში, ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეში ბრალდებული დ.შ.  დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დ.შ.-ს 2017 წლის 9 აპრილს, გალის რაიონის სოფელ სიდაში, წარსულში არსებული უთანხმოების მიზეზით ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა გ.წ.-სა და მის მეუღლე - ს.შ.-სთან. აღნიშნულით განაწყენებული  დ.შ. იმავე დღეს, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით  ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული, ცოლ-ქმრის საცხოვრებელ სახლში მივიდა და მათ რამდენიმე გასროლით  სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შედეგად გ.წ. ადგილზე, ხოლო ს.შ. საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.

„დ.შ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მოგვიანებით კი უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. დ.შ.-ს დაკავება სომხეთის რესპუბლიკაში მოხდა. მისი  საქართველოში ექსტრადირება 2018 წლის 17 ოქტომბერს განხორციელდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.შ. სრულად ცნო დამნაშავედ ჩადენილ დანაშაულში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა  განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics