|
2019-02-21 20:18:41, 719 ნახვა
რეგიონი
კრწანისში, კოლხური ბზის საბაზისო სანერგე მეურნეობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა
კრწანისში, კოლხური ბზის საბაზისო სანერგე მეურნეობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. მთავრობის სხდომას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი იაკობაშვილი ესწრებოდა. გიორგი იაკობაშვილმა ვახტანგ ყოლბაიას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებს მადლობა გადაუხადა იმ საქმისთვის რასაც ისინი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფი მოსახლეობისთვის აკეთებენ. ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლებასთან აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ერთობლივი კამპანიის მნიშვნელობასა და ეფექტურობას. სხდომის შესავალ სიტყვაში ვახტანგ ყოლბაიამ მოკლედ ისაუბრა იმ საქმიანობის შესახებ რომელსაც სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი და მისი თანამშრომლები როგორც ენგურს გამოღმა ისე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახორციელებენ და ამ ქმედებებს ნდობის აღდგენის გზაზე გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა. სხდომაზე ისაუბრეს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის აგრარულ პროგრამებსა და პროექტებში ჩართულობაზე და შედეგებზე. ასევე, სხდომაზე მოწვეულმა პირებმა ისაუბრეს ინვაზიური მავნებლის - აზიური ფაროსანასა და სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ განხორციელებული და მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
(NS)
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტვერისა და სტავროპოლში ნავთობის საწყობები დაბომბეს
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)