|
2019-02-21 17:53:07, 1210 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, პირველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, I სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე კოლხური ბზის გადარჩენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, 2018 წელს ჩატარებული შეწამვლის ღონისძიებების შედეგები განიხილეს და ბზის მდგომარეობა შეაფასეს. ამასთანავე, შეხვედრის მონაწილეებმა 2019 წლის სამოქმედო გეგმა და კომბინირებული ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით რეკომენდაციები შეიმუშავეს. აღსანიშნავია, რომ, ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, დარგობრივი საკითხების მოგვარების მიზნით, 7 სამუშაო ჯგუფია შექმნილი, რომელთაგან I სამუშაო ჯგუფის „ტყის აღდგენა და დაცვა“ მიზანს ტყის აღდგენის, გაშენებისა და მოვლის მხარდაჭერა, აგრეთვე, ტყეების მავნებელ-დაავადებებისაგან დაცვის მეთოდების შემუშავება წარმოადგენს. შეხვედრაში სამინისტროს სისტემაში შემავალი ტყის მართვის ორგანოების, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, აფხაზეთის ა/რ-ის სოფლის მეურნეობის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის სსიპ გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ფონდის „გაამწვანე საქართველოს“, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები მონაწილეობდნენ.
(NS)
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)