10:25 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-19 14:51:15, 1172 ნახვა

საზოგადოება
მამუკა ხაზარაძე მზადაა TBC ბანკთან დაკავშირებულ საკითხზე მსჯელობისთვის პარლამენტში მივიდეს

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე მზად არიან ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მსჯელობისთვის პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე მივიდნენ.

"მივესალმებით პარლამენტის წევრების მზაობას, შესაბამის კომიტეტებში მოსმენილ იქნას ინფორმაცია 11 წლის წინ განხორციელებულ ტრანსაქციებთან დაკავშირებით. მზად ვართ, დეპუტატებისთვის ხელსაყრელ დროს მივიღოთ მონაწილეობა შესაბამისი ფორმატის შეხვედრაში", - ნათქვამია ხაზარაძის და ჯაფარიძის ერთობლივ განცხადებაში. 

ცნობისთვის, "ევროპულმა საქართველომ" მამუკა ხაზარაძეს შესთავაზე იმ კომიტეტზე დასწრება, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც დაესწრება. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics