|
2019-02-15 13:59:21, 1262 ნახვა
კომენტარი
გიგაური TBC-ის საქმეზე: შეიძლება არსებობდეს რუსეთის ინტერესი, რომ ანაკლიის პორტი არ აშენდეს
"საქერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორის ეკა გიგაურის შეფასებით, "თიბისი ბანკის" ერგვლის განვითარებულ მოვლენებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინტერესი იკვეთება. როგორც გიგაურმა აღნიშნა, ის ფაქტი, რომ პროკურატურამ ბანკთან დაკავშირებით გამოძიება 10 წლის შემდეგ დაიწყო, კითხვის ნიშნებბს ბადებს. „არის ძალიან დიდი პრობლემა ის, რომ იმ კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც აშენებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტს, რასაც ანაკლიის პორტი ჰქვია, ასეთ კომპანიას შეიძლება ასეთი პრობლემები შეექმნას ჩვენს ქვეყანაში. შეიძლება არსებობდეს ძალიან დიდი ინტერესი რუსეთის მხრიდან, რომ ეს პორტი არ აშენდეს. ამიტომ, როდესაც ასეთი პრობლემები ექმნება „თიბისი" ბანკს, რომელის ამ პროექტში არის ჩართული, ეს არის თავისთავად ძალიან დიდი პრობლემა. ცხადია, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი თავდაპირველად იმ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც დაიწყო პროკურატურამ და რომელიც საუბრობს 11 წლის წინანდელ დარღვევებზე და ამის შემდეგ ის, თუ როგორ განვითარდა მოვლენები და ასეთ ფორსირებულ რეჟიმში მოხდა "თიბისი" ბანკის მენეჯმენტის გადაყენება. დღეს მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, რომ თვითონ „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლებმა ისაუბრონ იმ მიზეზებზე, თუ რატომ მოხდა მათთან დაკავშირებით ასეთი ქმედებების განხორციელება,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა "რუსთავი 2"-ის ეთერში. შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა. გარდა ამისა, როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის 2-თვიანი ვადა მიეცა. აღნიშნულთან დაკავშირებით, „თიბისი ბანკში“ განაცხადეს, რომ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად მათ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებენ და სასამართლო დავას გააგრძელებენ. სებ-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თავად მამუკა ხაზარაძეც. განცხადება იხილეთ აქ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)