|
2019-02-15 11:05:16, 1002 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს საბანკო ასოციაცია“ მხარს უჭერს „თიბისის“ და მხარეებს მოუწოდებს ინსინუაციებისაგან თავი შეიკავონ
„საქართველოს საბანკო ასოციაცია“ „თიბისი ბანკი“-ს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „თიბისი ბანკი“ ფინანსური მაჩვენებლებით არა თუ ქვეყნის, არამედ რეგიონის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია. ამასთა, ასოციაცია მხარს უჭერს „თიბისი ბანკს“ და მხარეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ზედმეტი ინსინუაციებისაგან „საქართველოს საბანკო ასოციაცია“-ს სურს გამოეხმაუროს მისი წევრი „თიბისი ბანკი“-ს ირგვლილ შექმნილ სიტუაციას, რომელიც უკავშირდება ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის მიმართ ეროვნული ბანკის მიერ ხელმოწერის უფლების შეჩერებას და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევის მოთხოვნის საკითხს. „თიბისი ბანკი“ არის ქვეყნის წამყვანი საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში (FTSE250) და იმართება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვით. „თიბისი ბანკი“ ფინანსური მაჩვენებლებით არა თუ ქვეყნის, არამედ რეგიონის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია. აღნიშნული გვაძლევს უფლებას სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილება არ იქონიებს გავლენას „თიბისი ბანკი“-ს სამომავლო განვითარებაზე და მის სტრატეგიაზე. მისასალმებელია „თიბისი ბანკი“-ს მენეჯმენტის გადაწყვეტილება, გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი გზები და სასამართლოს მეშვეობით დაიცვას აქციონერების და ბანკის ინტერესები. „საქართველოს საბანკო ასოციაცია“ მხარს უჭერს „თიბისი ბანკს“ და ყველა „თიბისელს“ და მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს თავი შეიკავონ ზედმეტი ინსინუაციებისაგან“, - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიციამ თბილისში ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით 5 პირი დააკავა
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)