|
2019-02-14 13:07:33, 892 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს
გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. გზის რეაბილიტაცია პატარა ტბის დასახლებაში, ბარათაშვილის და სოფელ გლდანში, რუსთაველის ქუჩებზე დაიწყო. პარალელურად, გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები გულისაშვილის, კულა გლდანელისა და ჯანჯღავას III შესახვევში მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, გულისაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა მოეწყობა, რომლის შემდეგაც, დაახლოებით, 6 650 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება; ასფალტის ორფენიანი საფარი რუსთაველის ქუჩაზე დაახლოებით, 2 400 კვ.მ ფართობზე იგება; კულა გლდანელის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაახლოებით, 7 500 კვ. მეტრ ფართობზე მიმდინარეობს; ბარათაშვილის ქუჩაზე დაახლოებით, 4 570 კვ.მ ფართობის გზა მოწესრიგდება, ჯანჯღავას III შესახვევში 2 230 კვ.მ ფართობზე კი, ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგება. გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, გულია გოცირიძესთან და შალვა ოგბაიძესთან ერთად, საგზაო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „გლდანის გამგეობამ მიმდინარე წელს არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიყო, მათ შორის, გზების რეაბილიტაცია. გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები ორ მისამართზე დავიწყეთ, ჯამში კი, რეაბილიტაცია ხუთ მისამართზე მიმდინარეობს. აღნიშნული ქუჩები ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, რაც მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მათ წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდებათ და გრუნტის გზის ნაცვლად, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ. რასაკვირველია, წელს ეტაპობრივად, სხვა პრობლემური ქუჩების რეაბილიტაციასაც განვახორციელებთ“, - განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ. გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ენკა“ ასრულებს.
(NS)
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)