|
2019-02-14 10:16:24, 1500 ნახვა
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი ქურდობის ორი ფაქტი გახსნა - დაკავებულია ორი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული ნ.ბ. და 1991 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.ბ.-მ და ბ.ბ.-მ მიმდინარე წლის 8 თებერვალს თბილისში, გრიგოლ ფერაძის ქუჩაზე, მოქალაქის - მაია ბიჭიკაშვილის კუთვნილი ავტომანქანიდან ოთხივე საბურავი მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გამოკითხვისას დაკავებულებმა მათ მიერ თბილისში ჩადენილი ქურდობის კიდევ ერთი ფაქტი აღიარეს. დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 13 თებერვალს, გვიან ღამით, ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან სხვადასხვა ნივთი მოიპარეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები სრულად, ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე , საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
ცხინვალი: ევროკავშირი ცდილობს სირია აიძულოს, უკან წაიღოს „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება
გერმანიის კანცლერი: ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფართოების მიმართ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)