12:29 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-13 13:56:09, 1440 ნახვა

საზოგადოება
თორნიკე მამალაძე - ჩემი ძმა პატრიარქის ოჯახის ბიზნესებით დაინტერესდა, რის გამოც ილია II-სთან უთანხმოება ჰქონდა

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაზე "მატროსოვის" ციხიდან წერილს ავრცელებს. 

დეკანოზის წერილის ადრესატები არიან: მეუფე პეტრე ცაავა, მეუფე ანდრეა გვაზავა, მეუფე დიმიტრი და მეუფე დავით ალავერდელი.

როგორც დეკანოზის ძმამ თორნიკე მამალაძემ აღნიშნა, წერილში ნაწილობრივ იმ საეკლესიო ბიზნესზეა საუბარი, რომელიც დეკანოზის ინფორმაციით, პატრიარქის ოჯახი ფლობს. 

"ამ წერილში საუბარია, მე როგორც ვიცი, პატრიარქის ოჯახის წევრებზე, კონკრეტულად მის დაზე, რომელიც  საეკლესიო ხატების, ნივთების, სანთლების ბიზნესებს ფლობს. როდესაც ჩემი ძმა თავისუფალი იყო, პატრიარქთან არაერთხელ ჰქონდა ამაზე საუბარი და დაძაბული ურთიერთობა, რაზეც პატრიარქი ძალიან გაბრაზდა, რომ ჩემმა ძმამ ბიზნესების გარკვევა დაიწყო და პატრიარქის ოჯახს შეეხო“, - განაცხადა დეკანოზ თორნიკე მამალაძემ.

 

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება: ოცნების კამპანია ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აზიანებს, საჯარო სივრცეში ტერმინ „რუსოფობიის“ ხელოვნურად დამკვიდრების ცდილობს
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics