|
2019-02-12 12:44:36, 1424 ნახვა
სამართალი
ადვოკატი დავით კირკიტაძის გათავისუფლებას მოითხოვს
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძისა და ვალერი გუსაევის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. დღესვე გადაისინჯება კირკიტაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება. როგორც ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, იგი დღეს მოითხოვს რომ კირკიტაძეს პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს. „ჩვენ მოვითხოვთ დღეს გაუქმდეს პატიმრობა და იგი გათავისუფლდეს სასამართლოს სხდომის დარბაზიდან“, - ამის შესახებ ენს-მ წევრის, დავით კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა. „ჩვენ დაცვის მხარე სასამართლოს მივაწვდით უმნიშვნელოვანეს ახალ მტკიცებულებებს და ფაქტობრივ გარემოებებს, რაც ნულოვანს გახდის შანსს, რომ მის მიმართ ძალაში დარჩეს შერჩეული აღკვეთის ღონისძიება. ჩენ მოვითხოვთ დღეს შეცვლილი, გაუქმებულ იქნას პატიმრობა, იგი გათავისუფლდეს სასამართლოს სხდომის დარბაზიდან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას მისცემს ახალ ფაქტობრივ გარემოებს და გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ადვოკატმა. ცნობისთვის, დავით კირკიტაძე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს კახეთში, ველისციხეში მომხდარი ინციდენტის საქმეზე დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)