09:37 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-09 13:14:54, 819 ნახვა

რეგიონი
აჭარის ტურისტულ პოტენციალს ესტონეთში ეცნობიან

ამ წუთებში აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და შესაძლებლობებს ტალინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „TUEREST 2019” ეცნობიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაზე დამოუკიდებელი სტენდითაა წარმოდგენილი, სადაც ვიზიტორებს რეგიონის სამთო და საზღვაო ტურისტული პოტენციალის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.

გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი შეხვედრები ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან. მათ შორის ტალინიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მონაწილეობით გაიმართება. აჭარის მთავრობის დელეგაცია ესტონეთში უკვე გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საქმიანი შეხვედრები განათლებისა და საჯარო მმართველობის მიმართულებით.  

„ესტონეთი აჭარისთვის მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას 2017 წლიდან ეწევა და წელსაც გააგრძელებს. აჭარის მიმართ ესტონელი მოგზაურების ინტერესი მზარდია. 2018 წელს, რეგიონს წინა წელთან შედარებით ესტონეთიდან 80%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური სტუმრობდა.  ტალინის გამოფენაზე წარმოდგენილია 30 ქვეყნის 500-ზე მეტი კომპანია, რაც ბუნებრივია საშუალებას გვაძლევს მეტად მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის, ასევე ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics