|
2019-02-08 17:32:18, 1237 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შშმ სტატუსის განსაზღვრის ახალი მოდელი დაინერგება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით დაგეგმილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობების შეფასებისა და სტატუსის განსაზღვრის ახალი მეთოდოლოგიისა და სისტემის პილოტირების განხორციელება აჭარის რეგიონის იმ სამედიცინო დაწესებულებში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განახორციელონ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა. პროექტის განხორციელების მიზნით დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორ ოგანიზაციასთან აჭარაში - საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობა გულისხმობს შშმ ბავშვებისა და ზრდასრული პირების ფუნქციური უნარებისა და სოციალური საჭიროებების შეფასების პილოტირებას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
(NS)
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)