|
2019-02-07 15:45:14, 1111 ნახვა
საზოგადოება
ჰარცელი: სამუშაო დონეზე ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს შსს-სთან არა ერთ სფეროში და ვხედავთ წინსვლას
დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების გეგმის, 2018 წლის შედეგები გააცნო საზოგადოებას. პრეზენტაცია ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის "ადამიანის უფლებები ყველასათვის" მხარდაჭერით გაიმართა. ანგარიშის წარდგენას ევროკავშირის ელჩი, სახალხო დამცველი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოში ევროკაშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერა გამოხატა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სამინისტროს მიერ გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებს და წინსვლას გაუსვა ხაზი. "პირველ რიგში, აქ ვარ იმიტომ, რომ აღვნიშნო ის წინსვლა რომელიც განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით. მოგეხსენებათ წინასწარი დაკავების იზოლატორებში პირობების გაუმჯობესება იყო ევროპის საბჭოს და სახალხო დამცველის რეკომენდაციებში და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ნამდვილად გაუმჯობესებულია პირობები. ჩვენ სამუშაო დონეზე ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს სამინისტროსთან არაერთ სფეროში და ვხედავთ წინსვლას ასევე იმაში, რომ სამინისტრო ადამიანის უფლებების კუთხით ხედავს ამ თემატიკას, რაც პენიტენციურ სისტემას ეხება და ზოგადად რაც შეეხება ადამიანის დაკავებას და ჩემი აქ ყოფნა არის დასტური იმ მხარდაჭერისა, რომელსაც ჩვენ ვუჭერთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. ასევე ხაზი მინდა გავუსვა წარმატებულ თანამშრომლობას".- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
(NS)
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)