|
2019-02-07 10:50:59, 1111 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში 2018 წელს მომხმარებელთა მეოთხედზე მეტმა ინტრნეტთავასხმები განიცადა
საქართველოში 2018 წელს მომხმარებელთა მეოთხედმა ანუ 26.62% -მა ინტერნეტის მეშვეობით თავდასხმა განიცადა, მაშინ როცა ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 22.93%-ს შეადგენდა. ამავე დროს, აზერბაიჯანში მომხმარებლებზე ვებ-თავდასხმების წილი გაიზარდა 2017 წლის 35.14% -დან 35,88% -მდე, სომხეთში კი - 32.81% -დან 36.47% -მდე. ეს დასტურდება „კასპერსკის ლაბორატორიის" მონაცემებით. 2017 წელს მსოფლიოში ინტერნეტის მომხმარებელთა კომპიუტერების 29.4% -ი ერთხელ მაინც დაექვემდებარა Malware კლასის ვებ-თავდასხმას, ხოლო 2018 წელში ამ მაჩვენებელმა 30.01% შეადგინა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ვებ- მოდულიანი ძლიერი ანტივირუსები იცავენ მომხმარებლებს მავნე ობიექტების, დასნებოვანებული/ვირუსისშემცველი ვებ-გვერდების ჩამოტვირთვისაგან. მავნე საიტები განზრახ იქმნება ბოროტმზრახველების მიერ. ისინი ასევე ცდილობენ უფრო მეტი ლეგიტიმური რესურსების გატეხვას და იქ სხვადასხვა დანიშნულების მავნე სკრიპტებისა და პროგრამების განთავსებას, ისეთების როგორებიც არიან კრიპტოვალიუტების ფარული მაინერები, გამშიფრავ-გამომძალველები, პირადი და საბანკო მონაცემების მოპარვის მიზნით შექმნილი პროგრამები. დასნებოვანებული შეიძლება იყოს აგრეთვე ვებ-რესურსები, მომხმარებელთა მიერ შედგენილი კონტენტები (მაგალითად, ფორუმები).
„კასპერსკის ლაბორატორიის“ წარმომადგენლობა საქართველოში
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)