|
2019-02-06 17:41:00, 1252 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე: თუ დაავადებულ ფიჭვებზე ზრუნვა დღესვე არ დავიწყეთ, შეიძლება სერიოზული პრობლემის წინაშე დავდგეთ
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში დაავადებული ფიჭვების მოჭრა და მათი ახალი ხე-მცენარეებით ჩანაცვლება აუცილებელია იმისთვის, რომ ქალაქი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე არ დადგეს. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, დედაქალაქში ხე-მცენარეების მდგომარეობა საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფმა შეისწავლა. „დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად ძალიან ბევრს ვმუშაობთ, სხვადასხვა პროექტებს ვახორციელებთ. მინდა მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდო დაავადებულ ფიჭვებთან დაკავშირებით. გასულ წელს ჩვენ ჩამოყვანილი გვყავდა საერთაშორისო ექსპერტები, რომლებმაც კვლევები ჩაატარეს და არსებული მდგომარეობა შეისწავლეს. შედეგებმა აჩვენა, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს ქალაქში და თუ დღეს კონკრეტული ნაბიჯები არ გადავდგით, შეიძლება ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დავდგეთ. შესაბამისად, „ეკოსერვის ჯგუფი“ უკვე სანიტარიულ ჭრებს ახორციელებს. დედაქალაქის მასშტაბით, ჯამში, ათასობით დაავადებული ფიჭვი მოიჭრება და მათი ახალი ხე-მცენარეებით ჩანაცვლება მოხდება“, - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძემ მერის მოადგილე მაია ბითაძეს კერძო სექტორთან აქტიური კომუნიკაცია დაავალა, რადგანაც დაავადებული ფიჭვების დიდი ნაწილი სწორედ კერძო ტერიტორიებზეა განთავსებული. „დაავადებული ხე-მცენარეების დიდი რაოდენობა განთავსებულია კერძო ტერიტორიებზე. მინდა, მაია ბითაძეს ვთხოვო, რომ კერძო სექტორთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს დაავადება გადამდებია და თუ დღესვე არ დავიწყეთ ზრუნვა, სერიოზული პრობლემის წინაშე შეიძლება დავდგეთ. ამიტომ, მაქსიმალური კომუნიკაციაა საჭირო კერძო სექტორთან, რომ მათი ჩართულობითა და თანადგომით განვახორციელოთ ის პროექტი, რომელიც დაწყებული გვაქვს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
(NS)
გაეროს უშიშროების საბჭო რუსეთს ჯარების გაყვანისა და ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს
რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებს
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)